სიახლეები

სიახლეები

16 მაისი, 2022

კოშკებსა და რიეთში სასმელი წყლის სისტემების მოწყობა მიმდინარეობს

გორის მუნიციპალიტეტის სოფლების - კოშკებისა და რიეთის მოსახლეობას მალე სასმელი წყლის პრობლემა აღარ შეაწუხებს.
ორივე სოფელში, სადაც სასმელი წყლის სისტემების მოწყობის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს, ჯამში 200 - მდე ოჯახი ცხოვრობს.
პროექტის მიხედვით, თითოეულ სოფელში მოეწყობა შიდაგამანაწილებელი ქსელი, დამონტაჟდება ინდივიდუალური მრიცხველები, საქლორატოროები, ახალი ჭაბურღილები და რეზერვუარები.
აღნიშნულ სოფლებში მოქმედი ამორტიზირებული სისტემა ვეღარ უზრუნველყოფდა მოსახლეობისთვის სასმელი წყლის გამართულ მიწოდებას. გარდა ამისა, დებეტიც შემცირებული იყო და ვერ აკმაყოფილებდა მოსახლეობის მოთხოვნას.

სხვა სიახლეები
მთავარი
27 აპრილი, 2026
მემორანდუმი ყარაღანდასთან
გაიგე მეტი
მთავარი
25 აპრილი, 2026
საინფორმაციო შეხვედრა
გაიგე მეტი
მთავარი
24 აპრილი, 2026
შეჯიბრება ბოულინგში
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით