სიახლეები

სიახლეები

16 მაისი, 2022

სკრის საბავშვო ბაღში სასწავლო პროცესი განახლდა

გორის მუნიციპალიტეტის მერი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი სკრის საბავშვო ბაღის გახსნას დაესწრო და აღსაზრდელებს უსაფრთხო და კეთიმოწყობილ გარემოში სასწავლო პროცესის განახლება მიულოცა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, საბავშვო ბაღის თანამშრომლები, მშობლები და აღსაზრდელები.
განახლებულ საბავშვო ბაღში 150 პატარა შეძლებს სკოლამდელი განათლების მიღებას.
ახლადრეაბილიტირებული შენობა სრულად აკმაყოფილებს თანამედროვე სტანდარტებს.

გარდა შენობისა, რეაბილიტირდა სააღმზრდელო დაწესებულების ეზოც. საბავშვო ბაღი აღიჭურვა ახალი ავეჯითა და ყველა საჭირო ინვენტარით.

სხვა სიახლეები
მთავარი
12 აგვისტო, 2026
„ახალგაზრდული დღეები 2026“
გაიგე მეტი
მთავარი
11 აგვისტო, 2026
11 აგვისტო
გაიგე მეტი
მთავარი
08 აგვისტო, 2026
8 აგვისტო
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით