სიახლეები

სიახლეები

18 აპრილი, 2022

23 აპრილს სააღდგომო გამოფენა-გაყიდვა გოგებაშვილის სკვერში გაიმართება

23 აპრილს, დიდ შაბათს, 12 საათზე გორისა და ატენის მიტროპოლიტ ანდრიას ლოცვა - კურთხევით, საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების გორის ფილიალის მოხალისეებისა და გორის ტურიზმის ცენტრის ხელშეწყობით, იაკობ გოგებაშვილის სახელობის სკვერში (გორის ციხესთან) გაიმართება სააღდგომო გამოფენა - გაყიდვა.
მონაწილეობა შეუძლია ყველას, ვისაც გეხერხებათ ხელნაკეთი ნივთების შექმნა, ქსოვთ, ქარგავთ, რეწავთ, ქმნით სამკაულებს, ან ფლობთ სხვადასხვა სახის შემოქმედებით ნიჭს... ასევე მათ, ვინც აცხობთ პასკებს, ამზადებთ საკონდიტრო ნაწარმს, ჩირს, ტყლაპს, ჩურჩხელებს, ტრადიციულ თუ თანამედროვე სახის ქართულ და ევროპულ ტკბილეულს, ჯემებს, კომპოტებსა და მურაბებს, მარინადებს, სუფთა თაფლს, საოჯახო ღვინოს და ა.შ...
მონაწილეობის მიღება შეგიძლიათ თქვენც, ვისაც სახლში მოგეპოვებათ ორი ერთნაირი სააღდგომო ნივთი, აქსესუარი, მისალოცი ბარათი.
შეგიძლიათ გამოფინოთ და გაყიდოთ:
• წაკითხული წიგნები, რომლებსაც გაყიდით ან გადაცვლით ...
• პასკები და სააღდგომო თემატიკაზე დამზადებული ტკბილეული...
• კერამიკის, ხის და სხვადასხვა მასალისგან დამზადებული მოხატული კვერცხები...
• ნებისმიერი რამ, რასაც ჩათვლით, რომ სააღდგომოდ საჭიროა...
ნივთებს თუ ნაწარმს გაყიდით სიმბოლურ ფასად, მიიღებთ ფინანსურ სარგებელს და სურვილისამებრ გაიღებთ შესაწირს (სკვერის ცენტრში დაიდგმევა ყუთი და შემოსული თანხით სააღდგომოდ დავეხმარებით გორში მცხოვრებ უკრაინელ დევნილებს).
დეტალური ინფორმაციისათვის დარეკეთ: 598118850

სხვა სიახლეები
მთავარი
27 აპრილი, 2026
მემორანდუმი ყარაღანდასთან
გაიგე მეტი
მთავარი
25 აპრილი, 2026
საინფორმაციო შეხვედრა
გაიგე მეტი
მთავარი
24 აპრილი, 2026
შეჯიბრება ბოულინგში
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით