სიახლეები

სიახლეები

15 აპრილი, 2022

13 წლის ტიმურ იაკუნინი გორის საფეხბურთო სკოლაში ჩაირიცხა

13 წლის ტიმურ იაკუნინი თანაგუნდელებს გორის მერის მოადგილემ თამაზ შიოშვილმა და შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ აბელ აბესაძემ წარუდგინეს.

ტიმურის ოჯახის წევრები გორში მარტის თვეში ჩამოვიდნენ. გორელმა ოჯახმა, რომელმაც იაკუნინები შეიფარა გორის მუნიციპალიტეტის მერიას დახმარების თხოვნით განცხადებით მიმართა. მოკვლევაში, გარდა სოციალური სამსახურისა, ბავშვთა დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილებაც ჩაერთო.

იაკუნინების ოჯახის არასრულწლოვან წევრებთან გასაუბრებისას გამოიკვეთა ტიმურის სურვილი ფეხბურთის შესწავლის შესახებ. მერიამ გაითვალისწინა მისი სურვილი და ის დღეიდან ა(ა)იპ გორის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო კლუბ გორის „გორის“ საფეხბურთის სკოლის აღსაზდელია.

ტიმურ იაკუნინის ოჯახი ომამდე უკრაინის ქალაქ დნიპროში ცხოვრობდა.

სხვა სიახლეები
მთავარი
12 აგვისტო, 2026
„ახალგაზრდული დღეები 2026“
გაიგე მეტი
მთავარი
11 აგვისტო, 2026
11 აგვისტო
გაიგე მეტი
მთავარი
08 აგვისტო, 2026
8 აგვისტო
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით