სიახლეები

სიახლეები

13 აპრილი, 2022

გორში საგაზაფხულო სამუშაოები მიმდინარეობს

ა(ა)იპ გორის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სააგენტო ქალაქის მასშტაბით სხვადასხვა სახის სეზონურ სამუშაოებს აწარმოებს. მიმდინარეობს სკვერებისა და გამწვანებული სივრცეების მოწესრიგება, თიბვა, მცენარეების დეკორატიული გასხვლა-ფორმირება, ხეების გადაბელვა, მრავალწლიანი მცენარეების დარგვა, მულჩირება.
მოწესრიგდა ამილახვრისა და სტალინის ქუჩების კვეთაზე არსებული მიწისქვეშა გადასასვლელი, წყლის ჭავლით მოირეცხა კიბეები და შიდა სივრცე. სამწუხაროდ, აღნიშნულ გადასასვლელში ხშირად ვხვდებით დაბინძურების ფაქტებს მოქალაქეთა მხრიდან. ასევე, არაერთხელ დაფიქსირდა ქალაქის სკვერებსა თუ პარკებში სკამების, სანაგვე ურნების, მწვანე ნარგავებისა და ლამპიონების დაზიანების ფაქტები.
ა(ა)იპ გორის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სააგენტო მოგიწოდებთ, ერთად გავუფრთხილდეთ და დავიცვათ ჩვენი ქალაქი.

სხვა სიახლეები
მთავარი
12 აგვისტო, 2026
„ახალგაზრდული დღეები 2026“
გაიგე მეტი
მთავარი
11 აგვისტო, 2026
11 აგვისტო
გაიგე მეტი
მთავარი
08 აგვისტო, 2026
8 აგვისტო
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით