სიახლეები

სიახლეები

12 აპრილი, 2022

გორის მუნიციპალიტეტის მერია მოქალაქეებს მიმართავს

დღეს ასე გამოიყურება გორში, თამარ მეფის V კვარტალში, მე-13 კორპუსის მიმდებარედ არსებული დასასვენებელი და სპორტული სივრცე.

სკვერში, რომელსაც რეაბილიტაცია 2021 წელს ჩაუტარდა, დაზიანებულია ატრაქციონები და სკამები. ცუდ მდგომარეობაშია სკვერის მიმდებარედ არსებული კალათბურთის მოედანიც.

სამწუხაროა, მაგრამ მუნიციპალიტეტის მასშტაბით არაერთხელ დაფიქსირდა მსგავსი შემთხვევა.

მერიის მხრიდან უამრავი თხოვნისა და გაფრთხილების მიუხედავად, მოქალაქეების ნაწილი კვლავ უპასუხისმგებლო დამოკიდებულებით გამოირჩევა საერთო სარგებლობის ინფრასტრუქტურის მიმართ.

გორის მუნიციპალიტეტის მერია კიდევ ერთხელ მოგმართავთ თხოვნით, გამოიჩინეთ მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა, ნუ დააზიანებთ გარემოს და გაუფრთხილდით საერთო სარგებლობის ტერიტორიებს.

სხვა სიახლეები
მთავარი
12 აგვისტო, 2026
„ახალგაზრდული დღეები 2026“
გაიგე მეტი
მთავარი
11 აგვისტო, 2026
11 აგვისტო
გაიგე მეტი
მთავარი
08 აგვისტო, 2026
8 აგვისტო
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით