სიახლეები

სიახლეები

09 აპრილი, 2022

გორში 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს

გორში 9 აპრილს ტრაგიკულად დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს.

გორის მუნიციპალიტეტის მერმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა, შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ აბელ აბესაძემ და საკრებულოს თავმჯდომარემ დავით რაზმაძემ ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად 9 აპრილის მემორიალი ყვავილებით შეამკეს და შეკრებილ მოქალაქეებთან ერთად დაღუპულთა სულებს პატივი მიაგეს.

9 აპრილის სახელობის სკვერში ჩატარდა გარდაცვლილთა სულების მოსახსენიებელი პარაკლისი. პარაკლისის დასრულების შემდეგ გაიმართა მცირე ღონისძიება.
დღეს, 14:00 საათზე, ახალგაზრდულ ცენტრში იგეგმება თომა ჩაგელიშვილის ფილმის ,,სერიათა ფილმი 9 აპრილი" - ს ჩვენება.

1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას თბილისში, რუსთაველის გამზირზე, მთავრობის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, საბჭოთა კავშირის სადამსჯელო სამხედრო ნაწილებმა მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რის შედეგადაც 21 უდანაშაულო ადამიანი დაიღუპა. გარდა დაღუპულებისა იყვნენ დაჭრილებიც, დაუდგენელი ქიმიური ნივთიერებით მოიწამლა 2000-მდე მომიტინგე, ისინი საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლას შეეწირნენ. 

სხვა სიახლეები
მთავარი
12 აგვისტო, 2026
„ახალგაზრდული დღეები 2026“
გაიგე მეტი
მთავარი
11 აგვისტო, 2026
11 აგვისტო
გაიგე მეტი
მთავარი
08 აგვისტო, 2026
8 აგვისტო
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით