სიახლეები

სიახლეები

07 აპრილი, 2022

გორის მერმა ჭიდაობის ტურნირის გამარჯვებულები დააჯილდოვა

გორის მუნიციპალიტეტის მერმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა მამის, გიორგი ხინჩეგაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირის გამარჯვებულები დააჯილდოვა.

ტიტულოვანი სპორტსმენის, ახალგაზრდებს შორის მსოფლიო და ევროპის ჩემპიონის, გიორგი ხინჩეგაშვილის სახელობის ტურნირი თავისუფალ ჭიდაობაში გორში მე-6 წელია იმართება.

შეჯიბრებას შოთა ჩოჩიშვილის სახელობის ცენტარლური სასპორტო სკოლა ორი დღის განმავლობაში მასპინძლობდა. მასში მონაწილეობას უმცროსი ასაკის ჭაბუკები იღებდნენ. ასპარეზობა ვაჟებს შორის 11, ხოლო გოგონებს შორის 2 წონით კატეგორიაში მიმდინარეობდა.

საპროზო ადგილებზე გასული სპორტსმენები თასებით, მედლებითა და ფასიანი საჩუქრებით დაჯილდოვდნენ. გარდა ამისა, გამარჯვებულებს გადაეცათ სპეციალური პრიზებიც.

ღონისძიება ა(ა)იპ გორის მუნიციპალიტეტის სპორტის განვითარებისა და ხელშეწყობის სააგენტოს ორგანიზებით გაიმართა.

სხვა სიახლეები
მთავარი
12 აგვისტო, 2026
„ახალგაზრდული დღეები 2026“
გაიგე მეტი
მთავარი
11 აგვისტო, 2026
11 აგვისტო
გაიგე მეტი
მთავარი
08 აგვისტო, 2026
8 აგვისტო
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით