სიახლეები

სიახლეები

05 აპრილი, 2022

ვლადიმერ ხინჩეგაშვილი კელი დეგნანს შეხვდა

ვლადიმერ ხინჩეგაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს საქართველოში კელი დეგნანს შეხვდა

ამერიკის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი გორს სტუმრობდა.

შეხვედრა გორის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციულ შენობაში გაიმართა, რომელსაც გორის მერი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი, შიდა ქართლში სახელმწიფო რწმუნებული ვალერიან მჭედლიძე და საკრებულოს თავმჯდომარე დავით რაზმაძე ესწრებოდნენ.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო მუნიციპალიტეტში არსებულ ზოგად მდგომარეობასა და იმ პროექტებს, რომლებიც მიმდინარე წელს გორსა და სოფლებში განხორციელდება. კელი დეგნანი განსაკუთრებით დაინტერესდა სოფლის მეურნეობის განვითარებისა და "სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" მიმდინარეობით.

ხელისუფლების წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ დააფიქსირეს მადლიერება ამერიკის საელჩოსა და ზოგადად ამერიკელი ხალხის მიმართ და ელჩს მადლობა გადაუხადეს ყველა იმ განხორციელებული პროექტისთვის, რასაც ამერიკის შეერთებული შტატები მუნიციპალიტეტში ახორციელებს.

ოფიციალური შეხვედრის შემდეგ, ამერიკის ელჩი გორში არსებულ "ამერიკის კუთხეს" ესტუმრა და პედაგოგებსა და ახალგაზრდებს შეხვდა.

დეგნანი განათლების პროგრამებით დაინტერესდა და ახალგაზრდებისგან პირადად მოისმინა მათი იდეები და წინადადებები.

ელჩთან შეხვედრა კითხვა - პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.

სხვა სიახლეები
მთავარი
18 მაისი, 2026
გორში მუზეუმების საერთაშორისო დღე აღინიშნა
გაიგე მეტი
მთავარი
17 მაისი, 2026
გორში ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღე აღინიშნა
გაიგე მეტი
მთავარი
27 აპრილი, 2026
მემორანდუმი ყარაღანდასთან
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით