სიახლეები

სიახლეები

01 აპრილი, 2022

გორის მუნიციპალიტეტი საუკეთესო პრაქტიკისთვის დაჯილდოვდა

გორის მუნიციპალიტეტი 2021 წელს „სოციალური და ჯანდაცვის პროგრამების“ სფეროში განხორციელებული პროექტის საუკეთესო პრაქტიკად აღიარებისთვის დაჯილდოვდა.

სერტიფიკატი გორის მერიის წარმომადგენლებს ძალადობის შედეგად ფსიქოთერაპიის საჭიროების მქონე ბავშვების სპეციალური რეაბილიტაციის პროგრამისთვის გადაეცათ.

პროგრამა 18 წლამდე ძალადობის შედეგად ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის საჭიროების მქონე ბავშვის (საჭიროების შემთხვევაში ოჯახთან ერთად) ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის კურსის დაფინანსებას (წელიწადში 350 ლარის ოდენობით) გულისხმობს.

ეროვნული კონფერენცია "საქართველოს მუნიციპალიტეტების მიერ სოციალურ და ჯანდაცვის სფეროში დელეგირებული უფლებამოსილებების აღსრულების გამოცდილების შეფასება და კარგი პრაქტიკების გამოვლენა“ გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, განხორციელებული პროექტის - “დეცენტრალიზაციისა და კარგი მმართველობის ხელშეწყობა ადგილობრივ დონეზე“ ფარგლებში, საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (NALAG) ორგანიზებით გაიმართა.

გორის მერიამ საუკეთესო პრაქტიკის კონკურსში უკვე მეორედ გაიმარჯვა.
2017 -2018 წელს მუნიციპალიტეტს ჯილდო „მოქალაქეთა ჩართულობის“ თემაზე საუკეთესო პრაქტიკად აღიარებული პროექტისთვის „სამოქალქო ბიუჯეტი“ გადაეცა.

სხვა სიახლეები
მთავარი
18 მაისი, 2026
გორში მუზეუმების საერთაშორისო დღე აღინიშნა
გაიგე მეტი
მთავარი
17 მაისი, 2026
გორში ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღე აღინიშნა
გაიგე მეტი
მთავარი
27 აპრილი, 2026
მემორანდუმი ყარაღანდასთან
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით