სიახლეები

სიახლეები

31 მარტი, 2022

ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის პროგრამით სარგებლობის მსურველთა რეგისტრაციუა დაიწყო

გორის მერიაში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებისა და ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლების მესაკუთრეთა გაერთიანებების განაცხადების წარმოდგენა დაიწყო.

პროგრამის ფარგლებში ინიცირებული პროექტების ღირებულების 90 %-ს გორის მერია აფინანსებს.

ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების და ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლების მესაკუთრეთა გაერთიანებების 2022 წლის თანადაფინანსების პროგრამა მოქალაქეებს მათივე საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესების მიზნით, მინიმალური ფინანსური თანამონაწილეობით ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების საშუალებას აძლევს.

მიმდინარე წელს პროგრამაში სიახლეა - ამხანაგობებსა და ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლების მესაკუთრეთა გაერთიანებებს თანადაფინანსების მისაღებად, 6 პრიორიტეტულ მიმართულებაზე სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის წარმოდგენა აღარ მოუწევთ. აღნიშნულ დოკუმენტაციის მომზადებას გორის მუნიციპალიტეტის მერია უზრუნველყოფს.
ასეთი პროექტებია:

✔️შენობის ან/და მისი შემადგენელი ელემენტების კაპიტალური გამაგრებითი სამუშაოები;

✔️სახურავის რეაბილიტაცია (წყალსაწრეტი მილები, ქანობიანი და ბრტყელი სახურავი);

✔️სასმელი წყლის და საკანალიზაციო ქსელის რეაბილიტაცია;

✔️სადარბაზოების რეაბილიტაცია;

✔️ეზოების კეთილმოწყობა;

✔️საბავშვო მოედნების მოწყობა.

პროგრამის მიხედვით, გარკვეული კატეგორიის პროექტებისთვის (შშმ პირთათვის ადაპტირებული გარემოს მოსაწყობად, ლიფტისა და ფასადის რეაბილიტაციისთვის) თანადაფინანსების მისაღებად საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციას მრავალსართულიანი კორპუსების ამხანაგობებსა და ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლების მესაკუთრეთა გაერთიანებები მოამზადებენ.

აღნიშნული მუნიციპალური პროგრამა, მერის ბრძანება განაცხადის ფორმის დამტკიცების შესახებ და განაცხადის ფორმა იხილეთ ბმულზე - http://gori.gov.ge/sastsavl.../amxanagobebis-tanadafinanseba

დეტალებზე დაგვიკავშირდით: 595998911

სხვა სიახლეები
მთავარი
12 აგვისტო, 2026
„ახალგაზრდული დღეები 2026“
გაიგე მეტი
მთავარი
11 აგვისტო, 2026
11 აგვისტო
გაიგე მეტი
მთავარი
08 აგვისტო, 2026
8 აგვისტო
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით