სიახლეები

სიახლეები

28 მარტი, 2022

უკრაინაში ტვირთის გაგზავნის მეორე ეტაპი ხორციელდება

უკრაინელი ხალხის დასახმარებლად, გორის მუნიციპალიტეტიდან ჰუმანიტარული ტვირთის გაგზავნის მეორე ეტაპი ხორციელდება.
სამოქალაქო სექტორისა და ადგილობრივი ხელისუფლების ჩართულობით, განმეორებით გაიგზავნა ტვირთი, რომელიც პირველადი სამედიცინო დახმარების საგნებს, მედიკამენტებსა და სხვადასხვა დასახელების პროდუქტს მოიცავს.
პრემიერის გადაწყვეტილებით, რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულებისა და მთავრობის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ჩართულობით, მთელი საქართველოს მასშტაბით, რეგიონებიდან უკრაინელი ხალხის დასახმარებლად, 150 ტონაზე მეტი ჰუმანიტარული ტვირთი უკვე გაიგზავნა.
ჰუმანიტარული ტვირთი გორის მერიის შენობაში გახსნილ საგანგებო შტაბში გროვდებოდა.
გორის მერია მადლობას უხდის ყველა იმ ადამიანს, ვინც უკრაინელი ხალხის დასახმარებლად, აქციაში ჩაერთო.

სხვა სიახლეები
მთავარი
18 მაისი, 2026
გორში მუზეუმების საერთაშორისო დღე აღინიშნა
გაიგე მეტი
მთავარი
17 მაისი, 2026
გორში ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღე აღინიშნა
გაიგე მეტი
მთავარი
27 აპრილი, 2026
მემორანდუმი ყარაღანდასთან
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით