სიახლეები

სიახლეები

24 მარტი, 2022

112 პროექტი „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში

2022 წელს, გორის მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში განსახორციელებელი პროექტების შერჩევა დასრულდა.
112 სოფელში განსახორციელებელი პროექტები ადგილობრივებმა ხმათა უმრავლესობით შეარჩიეს. პრიორიტეტული პროექტების გამოვლენის მიზნით, სოფლის კრებები და კონსულტაციები თებერვალსა და მარტში ჩატარდა.
შეხვედრების უმრავლესობას გორის მუნიციპალიტეტის მერი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი თანამშრომლებთან ერთად ესწრებოდა და ადგილობრივების მოსაზრებებს პირადად ისმენდა.
თითოეულ სოფელში მცირე ინფრასტრუქტურული პროექტების ღირებულება 10-დან 20 ათას ლარამდეა. პროგრამის ფარგლებში, გორის მუნიციპალიტეტში 1 596 000 ლარია გამოყოფილი.
"სოფლის მხარდაჭერის პროგრამა" საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება.
გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში განსახორციელებელი პროექტები იხილეთ ბმულზე -

სხვა სიახლეები
მთავარი
27 აპრილი, 2026
მემორანდუმი ყარაღანდასთან
გაიგე მეტი
მთავარი
25 აპრილი, 2026
საინფორმაციო შეხვედრა
გაიგე მეტი
მთავარი
24 აპრილი, 2026
შეჯიბრება ბოულინგში
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით