სიახლეები

სიახლეები

21 მარტი, 2022

დაუნის სინდრომის დღე "კეთილდღეობისა და განვითარების ცენტრში"

დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა „კეთილდღეობისა და განვითარების ცენტრში“ აღნიშნა.

ღონისძიება კულტურისა და ტურიზმის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით გაიმართა და მასში კულტურის ცენტრის წრეების აღსაზრდელები მონაწილეობდნენ.

დაუნის სინდრომის მქონე ადამიანებისთვის გორის მუნიციპალიტეტში გათვალისწინებულია ყოველწლიურად ერთჯერადი სოციალური დახმარება - 500 ლარის ოდენობით, ასევე, სტაციონარული, ამბულატორიული მომსახურების, მათ შორის, კვლევების, სამკურნალო - სარეაბილიტაციო ღონისძიებებისა და მედიკამენტებისთვის წელიწადში 500 ლარი.

21 მარტი დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეა, რომელიც მსოფლიო გზავნილების შესაბამისად წელს მეთერთმეტცცედ აღინიშნება. ყოველ წელს გზავნილები მოიაზრებს ყველა იმ გამოწვევებსა და საჭიროებებს, რაც დაუნის სინდრომის მქონე ადამიანებს ცხოვრების მანძილზე ხვდებათ.

2022 წლის გზავნილია #ინკლუზიანიშნავს, რაც გულისხმობს ყურადღების გამახვილებას დაუნის სინდრომის მქონე პირების სკოლასა და დასაქმების სივრცეში ინკლუზიის მნიშვნელობაზე.

ინკლუზია ნიშნავს არა მხოლოდ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანების სრულყოფილ ინტეგრაციას საზოგადოებაში, არამედ ყველა ადამიანისთვის თავისუფალ, თანასწორ, მშვიდობიან გარემოში ცხოვრებას.

სხვა სიახლეები
მთავარი
18 მაისი, 2026
გორში მუზეუმების საერთაშორისო დღე აღინიშნა
გაიგე მეტი
მთავარი
17 მაისი, 2026
გორში ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღე აღინიშნა
გაიგე მეტი
მთავარი
27 აპრილი, 2026
მემორანდუმი ყარაღანდასთან
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით