სიახლეები

სიახლეები

16 მარტი, 2022

სიახლე ინფრასტრუქტურული პროექტების თანადაფინანსების პროგრამაში

ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებისა და ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლების მესაკუთრეთა გაერთიანებების 2022 წლის თანადაფინანსების პროგრამაში სიახლეა.

ამხანაგობებსა და ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლების მესაკუთრეთა გაერთიანებებს თანადაფინანსების მისაღებად, 5 პრიორიტეტულ მიმართულებაზე გორის მუნიციპალიტეტის მერიაში განსახორციელებელი პროექტების სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის წარმოდგენა აღარ მოუწევთ.

პროგრამის მიხედვით, მიმდინარე წელს გორის მუნიციპალიტეტის მერია გარკვეული კატეგორიის პროექტების სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციას მომზადების პასუხისმგებლობას იღებს.

ასეთი პროექტებია:

•შენობის ან/და მისი შემადგენელი ელემენტების კაპიტალური გამაგრებითი სამუშაოები;
•სახურავის რეაბილიტაცია (წყალსაწრეტი მილები, ქანობიანი და ბრტყელი სახურავი);
•სასმელი წყლის და საკანალიზაციო ქსელის რეაბილიტაცია;
•სადარბაზოების რეაბილიტაცია;
•ეზოების კეთილმოწყობა,
•საბავშვო მოედნების მოწყობა

გარკვეული კატეგორიის პროექტებისთვის (შშმ პირთათვის ადაპტირებული გარემოს მოსაწყობად, ლიფტისა და ფასადის რეაბილიტაციისთვის) თანადაფინანსების მისაღებად საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადება კვლავ მრავალსართულიანი კორპუსების ამხანაგობებისა და ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლების მესაკუთრეთა გაერთიანებების ვალდებულად რჩება.

ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების და ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლების მესაკუთრეთა გაერთიანებების 2022 წლის თანადაფინანსების პროგრამა მოქალაქეებს მათივე საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესების მიზნით, მინიმალური ფინანსური თანამონაწილეობით პატარ - პატარა ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების საშუალებას აძლევს.

პროგრამის ფარგლებში ინიცირებული პროექტების ღირებულების 90%-ი ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება. 

სხვა სიახლეები
მთავარი
27 აპრილი, 2026
მემორანდუმი ყარაღანდასთან
გაიგე მეტი
მთავარი
25 აპრილი, 2026
საინფორმაციო შეხვედრა
გაიგე მეტი
მთავარი
24 აპრილი, 2026
შეჯიბრება ბოულინგში
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით