სიახლეები

სიახლეები

15 მარტი, 2022

ბავშვთა დაცვის საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრები მიმდინარეობს

გორის მუნიციპალიტეტის მერიის ბავშვთა დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილება საინფორმაციო შეხვედრებს მართავს.

შეხვედრას მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში არსებული საჯარო სკოლების, საბავშვო ბაღების, სამედიცინო დაწესებულებების თანამშრომლები და მერის წარმომადგენლები დაესწრნენ.

ბავშვთა დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილების თანამშრომლებმა ისაუბრეს იმ სერვისებსა და პროგრამებზე, რასაც ბავშვებს სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის მერია სთავაზობს.

შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო იმ საკითხებსა და პრობლემებს, რა დროსაც აუცილებელია გორის მერიის ბავშვთა დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილების ინფორმირება.

კოორდინაციისა და ბავშვებში პრობლემების დროულად გამოვლენის მიზნით, მსგავსი სახის საინფორმაციო შეხვედრები, მუნიციპალიტეტის ყველა ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენლებთან, ეტაპობრივად გაიმართება.

ბავშვთა დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილება მერიაში უკვე მეორე წელია ფუნქციონირებს და ამ დრომდე არაერთი ოჯახის პრობლემის მოგვარება და ინფორმირება განხორციელდა.

სხვა სიახლეები
მთავარი
12 აგვისტო, 2026
„ახალგაზრდული დღეები 2026“
გაიგე მეტი
მთავარი
11 აგვისტო, 2026
11 აგვისტო
გაიგე მეტი
მთავარი
08 აგვისტო, 2026
8 აგვისტო
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით