სიახლეები

სიახლეები

10 მარტი, 2022

ტვირთი უკრაინაში ხვალ გაიგზავნება

კრაინელი ხალხის დასახმარებლად,
პრემიერის გადაწყვეტილებით, რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულებისა და მთავრობის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ჩართულობით, მთელი საქართველოს მასშტაბით, 100 ტონაზე მეტი ჰუმანიტარული ტვირთი შეგროვდა.
ტვირთი უკრაინაში ხვალ გაიგზავნება.
გორის მუნიციპალიტეტის მერიამ სარეზერვო ფონდიდან, ჰუმანიტარული დახმარების მიზნით, პირველადი სამედიცინო დახმარების ნივთები შეიძინა.
გორის მერიის შენობაში უკვე რამოდენიმე დღეა გროვდება უკრაინაში გასაგზავნი ჰუმანიტარული ტვირთი.
უკრაინის დასახმარებლად სპეციალურად გახსნილ შტაბში ნებისმიერ მოქალაქეს თბილი ტანსაცმლის, არამალფუჭებადი პროდუქტისა და ჰიგიენის საშუალებების მოტანა შეუძლია.
გორის მუნიციპალიტეტის მერიასთან შექმნილ საგანგებო შტაბში უკრაინელი ხალხის დასახმარებლად, ტვირთის შეგროვება გრძელდება, რომელიც ეტაპობრივად გაიგზავნება.

სხვა სიახლეები
მთავარი
12 აგვისტო, 2026
„ახალგაზრდული დღეები 2026“
გაიგე მეტი
მთავარი
11 აგვისტო, 2026
11 აგვისტო
გაიგე მეტი
მთავარი
08 აგვისტო, 2026
8 აგვისტო
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით