სიახლეები

სიახლეები

10 მარტი, 2022

პროექტი ,,სიკეთის ტალღა"

გორის მუნიციპალიტეტის მერიის თანადაფინანსებით სკრის თემში სოციალური პროექტი ,,სიკეთის ტალღა“ ხორციელდება.
პროექტის მიმდინარეობას გორის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე თამაზ შიოშვილი გაეცნო და ბენეფიციარები მოინახულა.
პროექტი ,,სიკეთის ტალღა“ ითვალისწინებს სკრის თემში მცხოვრები 20 სოციალურად დაუცველი და დევნილი მარტოხელა მოხუცისთვის შინმოვლისა და სოციალური სამრეცხაოს სერვისების მიწოდებას. პროექტის ფარგლებში მოხუცებისთვის, ასევე, ეწყობა საქველმოქმედო ღონისძიებები, შეჯიბრებები სამაგიდო თამაშებში და ექსკურსიები საქართველოს მასშტაბით, რაც ხელს უწყობს მათ საზოგადოებაში ინტეგრაციას.
მოხუცების გარდა პროექტში მონაწილეობენ მოხალისე ახალგაზრდებიც, რომლებიც მოხუცებს საოჯახო საქმეებში ეხმარებიან, ბინას ულაგებენ, მაღაზიიდან პროდუქტები მიაქვთ, შეშას უჩეხენ. მოხუცთა ჯანმრთელობაზე ზრუნავს პროფესიონალი მედდა, რომელიც კვირაში ერთხელ ან საჭიროებისამებრ ახორციელებს ვიზიტებს მათთან.
პროექტი ,,სიკეთის ტალღა“ ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ბეთლემისა“ და გორის მერიის თანამშრომლობით სკრის თემში რამდენიმე წელია ხორციელდება. პროექტი გორის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური პროექტების თანადაფინანსების პროგრამიდან ფინანსდება.
,,სოციალური პროექტების თანადაფინანსების პროგრამა“, ერთ-ერთი მუნიციპალური პროგრამაა, რომელიც ჯანდაცვისა და სოციალური სერვისების განვითარებას ისახავს მიზნად. პროგრამა ეყრდნობა ევროპულ გამოცდილებას და გულისხმობს ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების ინიციატივების დაფინანსებას წილობრივი მონაწილეობით. ეს მიდგომა შესაძლებელს ხდის მოწყვლადი ჯგუფების პრობლემების გადაჭრას და სოციალური კეთილდღეობის გაუმჯობესებას მუნიციპალიტეტში.
2022 წელს ,,სოციალური პროექტების თანადაფინანსების პროგრამის“ ფარგლებში გორის მუნიციპალიტეტში ფინანსდება 11 სოციალური პროექტი, რომლის ბენეფიციარები ხანდაზმულებთან ერთად შშმ პირები, დევნილები, სოციალურად დაუცველი ბავშვები, ვეტერანები და სხვა მოწყვლადი ჯგუფების წარმომადგენლები არიან.

სხვა სიახლეები
მთავარი
27 აპრილი, 2026
მემორანდუმი ყარაღანდასთან
გაიგე მეტი
მთავარი
25 აპრილი, 2026
საინფორმაციო შეხვედრა
გაიგე მეტი
მთავარი
24 აპრილი, 2026
შეჯიბრება ბოულინგში
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით