სიახლეები

სიახლეები

09 მარტი, 2022

გორის მერიამ „შალომ კლუბ შიდა ქართლთან“ მემორანდუმი გააფორმა

გორის მუნიციპალიტეტის მერიასა და ა(ა)იპ „შალომ კლუბი შიდა ქართლს“ შორის მემორანდუმი გაფორმდა.
დოკუმენტს გორის მუნიციპალიტეტის მერმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა და ა(ა)იპ „შალომ კლუბი შიდა ქართლის“ აღმასრულებელმა დირექტორმა თამარ კაპანაძემ მოაწერეს ხელი.
თანამშრომლობა მიზნად ისახავს საგანმანათლებლო, საინფორმაციო, ეკონომიკური და სოციალური პროექტების განხორციელებით, მოქალაქეთა ჩართულობის ზრდასა და ადგილობრივების ეკონომიური მდგომარეობის გაძლიერების ხელშეწყობას.
პროექტები გორის მუნიციპალიტეტში ისრაელის საელჩოს მხარდაჭერით განხორციელდება.
შეთანხმების მიხედვით, ა(ა)იპ „შალომ კლუბი შიდა ქართლი“ იღებს პასუხისმგებლობას, რომ სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და სამედიცინო სფეროს განვითარების მიზნით, განხორციელდება პროექტები, რომლებიც ხელს შეუწყობს ისრაელში აპრობირებული ინოვაციური ტექნოლოგიების გორის მუნიციპალიტეტში დანერგვას.
გორის მუნიციპალიტეტის მერი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი კლუბის წარმომადგენელს სამომავლო თანამშრომლობას დაჰპირდა.

სხვა სიახლეები
მთავარი
27 აპრილი, 2026
მემორანდუმი ყარაღანდასთან
გაიგე მეტი
მთავარი
25 აპრილი, 2026
საინფორმაციო შეხვედრა
გაიგე მეტი
მთავარი
24 აპრილი, 2026
შეჯიბრება ბოულინგში
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით