სიახლეები

სიახლეები

04 მარტი, 2022

გორი უკრაინისთვის!

უკრაინელი ხალხის სოლიდარობის ნიშნად, გორის მუნიციპალიტეტის მერიამ სარეზერვო ფონდიდან, ჰუმანიტარული დახმარების მიზნით, პირველადი სამედიცინო დახმარების ნივთები შეიძინა.

გორის მერიის შენობაში უკვე რამოდენიმე დღეა გროვდება უკრაინაში გასაგზავნი ჰუმანიტარული ტვირთი.

უკრაინის დასახმარებლად სპეციალურად გახსნილ შტაბში ნებისმიერ მოქალაქეს თბილი ტანსაცმლის, არამალფუჭებადი პროდუქტისა და ჰიგიენის საშუალებების მოტანა შეუძლია.

ჰუმანიტარული ტვირთის ტრანსპორტირებას ქალაქის მერია საქართველოს მთავრობის დახმარებით უზრუნველყოფს.

„უკრაინასთან დიდი ხნის მეგობრობა გვაკავშირებს, უკრაინელი ხალხის მიმართ სოლიდარობის ნიშნად მერიის შენობაში გახსნილია საგანგებო შტაბი, სადაც უკვე რამოდენიმე დღეა მოაქვთ ტანსაცმელი თუ პროდუქტი. ჰუმანიტარულ აქციაში ჩაერთო ძალიან ბევრი ადამიანი, გასაგზავნ ტვირთს აგროვებენ სკოლებში, საბავშვო ბაღებში, სხვადასხვა ორგანიზაციებში.
მინდა მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩაერთო ამ კეთილ და ჰუმანურ საქმეში.“ - გორის მუნიციპალიტეტის მერი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი.

საგანგებო შტაბის მისამართია:
გორის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული შენობა. გრიგოლ ფერაძის N5.
გორის მუნიციპალიტეტის მერია - საკონტაქტო: 599 85 17 01; 591 69 41 41

სხვა სიახლეები
მთავარი
12 აგვისტო, 2026
„ახალგაზრდული დღეები 2026“
გაიგე მეტი
მთავარი
11 აგვისტო, 2026
11 აგვისტო
გაიგე მეტი
მთავარი
08 აგვისტო, 2026
8 აგვისტო
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით