სიახლეები

სიახლეები

21 თებერვალი, 2022

ვლადიმერ ხინჩეგაშვილი მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრებს დაესწრო

ზემო და ქვემო ნიქოზში, შინდისში, ფხვენისში, ყელქცეულში, ზემო და ქვემო ხვითში, საქაშეთში, ვარიანსა და ახალდაბაში ადგილობრივებმა სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტები შეარჩიეს.

სოფლის კრებები და კონსულტაციები მუნიციპალიტეტის კიდევ 102 სოფელში გაიმართება.

განსახორცილებელი პროექტების შერჩევის მიზნით, ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრები, დღეს დაიწყო და მარტის ბოლომდე გაგრძელდება.
თითოეულ სოფელში, 10 ათასიდან 20 ათას ლარამდე ღირებულების, მცირე ინფრასტრუქტურული პროექტები, დაფინანსდება.

სოფლის მხარდაჭერის პროგრამა ხელს უწყობს როგორც ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას, ასევე მოსახლეობის ჩართულობას გადაწყვეტილების მიღების პროცესში.

პროგრამის ფარგლებში ის პროექტები ხორციელდება, რომლებიც მნიშვნელოვანია და ადგილობრივების უმრავლესობა გადაწყვეტს.

2022 წელს გორის მუნიციპალიტეტისთვის 1 596 000 ლარია გამოყოფილი.

სოფლის მხარდაჭერის პროგრამა საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება.

სხვა სიახლეები
მთავარი
12 აგვისტო, 2026
„ახალგაზრდული დღეები 2026“
გაიგე მეტი
მთავარი
11 აგვისტო, 2026
11 აგვისტო
გაიგე მეტი
მთავარი
08 აგვისტო, 2026
8 აგვისტო
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით