
გორის მუნიციპალიტეტის მერია
Gori Municipality City Hall
ცხელი ხაზი
0 370 27 00 06

18 თებერვალი, 2022
გორის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ნიკა ღვინიაშვილი სახალხო დამცველის აღმოსავლეთ საქართველოს სამმართველოს ხელმძღვანელს გიორგი ტალახაძეს, შიდა ქართლის რეგიონში სახალხო დამცველის წარმომადგენლებს - ანა ჯანიაშვილსა და თამარ ცხოვრებაძეს შეხვდა.
გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე განიხილეს მუნიციპალიტეტში მიმდინარე პროგრამები და დაგეგმილი პროექტები.
გორის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე და სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლები, შეთანხმდნენ სამომავლოდ თანამშრომლობაზე.