სიახლეები

სიახლეები

16 თებერვალი, 2022

მეჯვრისხევში ახალი საბავშვო ბაღი შენდება

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევში ახალი საბავშვო ბაღი შენდება.

სააღმზრდელო დაწესებულება 180 ბავშვს მოემსახურება.

ორსართულიან შენობაში მოეწყობა საძინებლები, გასახდელები, სამზარეულო, საკუჭნაო, ბუფეტი, დარბაზი, ლიფტი, სათამაშო, პროდუქტების შესანახი, ექიმის, ადმინისტრაციის, ჭურჭლის სარეცხი ოთახები.

იგეგმება შენობის თბოიზოლაციაც, რაც შემდგომში უზრუნველყოფს ენერგეტიკული რესურსების მოხმარების შემცირებას და ბიუჯეტის დაზოგვას.

პროექტი ითვალისიწინებს ასევე, საბავშვო ბაღის ეზოს კეთილმოწყობას. გათვალისწინებულია გასართობი ატრაქციონების, სათამაშო ქვიშის მოედნების, საქანელების, ეზოს სკამების, სასრიალოების, საჩრდილობელი ფანჩატურების, ნაგვის ურნებისა და სასმელი წყლის შადრევნების (ე.წ სოკოს) მოწყობა.

სამუშაოები, რომელებსაც მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს, მიმდინარე წლის ბოლოს დასრულდება.

ამ ეტაპზე, მეჯვრისხევში საბავშვო ბაღი ფუნქციონირებას ალტერნატიულ ფართში აგრძელებს.

სხვა სიახლეები
მთავარი
18 მაისი, 2026
გორში მუზეუმების საერთაშორისო დღე აღინიშნა
გაიგე მეტი
მთავარი
17 მაისი, 2026
გორში ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღე აღინიშნა
გაიგე მეტი
მთავარი
27 აპრილი, 2026
მემორანდუმი ყარაღანდასთან
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით