სიახლეები

სიახლეები

08 თებერვალი, 2022

კარალეთში ოთარ სუხიტაშვილის სახელობის მემრიალი და სკვერი მოეწყობა

კარალეთში, 2008 წლის ომის დროს უგზო - უკვლოდ დაკარგული ჯარისკაცის - ოთარ სუხიტაშვილის სახელობის მემორიალი და სკვერი მოეწყობა.

სამშობლოს დამოუკიდებლობისა და ერთიანობისთვის ბრძოლას შეწირული კარალეთელი ჯარისკაცის სახელის უკვდავსაყოფად, მის მშობლიურ სოფელში, მისივე სახელობის მემორიალისა და სკვერის მოწყობა, ადგილობრივი მოსახლეობის გადაწყვეტილებით, სოფლის ცენტრში იგეგმება.

ოთარ სუხიტაშვილი კარალეთში დაიბადა. რუსეთ-საქართველოს ომის დროს ტანკი, რომელსაც ის მართავდა, ქართული საბრძოლო მანქანების კოლონას ცხინვალისკენ მიუძღვოდა. ჯავშანტექნიკა მოწინააღმდეგემ 8 აგვისტოს გაანადგურა. მას შემდეგ ეკიპაჟის სამივე წევრი, მათ შორის კაპრალი ოთარ სუხიტაშვილი, უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება.

გორის მუნიციპალიტეტის მერიამ ოთარ სუხიტაშვილის სახელობის მემორიალისა და სკვერის მოწყობაზე ტენდერი გამოაცხადა.
შესყიდვის ბმული: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=439990&lang=ge

სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 2 თვეში დასრულდება.

სხვა სიახლეები
მთავარი
12 აგვისტო, 2026
„ახალგაზრდული დღეები 2026“
გაიგე მეტი
მთავარი
11 აგვისტო, 2026
11 აგვისტო
გაიგე მეტი
მთავარი
08 აგვისტო, 2026
8 აგვისტო
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით