სიახლეები

სიახლეები

24 იანვარი, 2022

ხელთუბანში საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია მალე დასრულდება

საბავშვო ბაღი 6 ჯგუფზეა გათვლილი. სააღმზრდელო დაწესებულება 200 - მდე აღსაზრდელს მოემსახურება.
პროექტის მიხედვით, ხორციელდება როგორც შენობის სრული განახლება და კომუნიკაციების მოწყობა ასევე ეზოს მოწესრიგება.
აღნიშნულ ფართში საბავშვო ბაღი რამდენიმე ათეული წლის წინაც ფუნქციონირებდა. სააღმზრდელო პროცესის შეწყვეტა შენობის მდგომარეობამ გამოიწვია, რომელმაც საფრთხე შეუქმნა ბავშვებისა და პერსონალის ჯანმრთელობას. მას შემდეგ ბაღი სოფლის ცენტრში არსებულ სხვა მუნიციპალურ ფართში აგრძელებს ფუნქციონირებას, რომელიც არ იძლევა საგანმანათლებლო პროცესის სათანადო პირობებში განხორციელების შესაძლებლობას.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებამდე, ადგილობრივ თვითმართველობას საბავშვო ბაღის შენობის კერძო მესაკუთრისგან გამოსყიდვა მოუწია.
ხელთუბნისა და თორტიზის გასაყარზე მდებარე საბავშვო ბაღის შენობა სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ, ორივე სოფლის პატარებს მოემსახურება.

სხვა სიახლეები
მთავარი
12 აგვისტო, 2026
„ახალგაზრდული დღეები 2026“
გაიგე მეტი
მთავარი
11 აგვისტო, 2026
11 აგვისტო
გაიგე მეტი
მთავარი
08 აგვისტო, 2026
8 აგვისტო
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით