სიახლეები

სიახლეები

23 იანვარი, 2022

კარატეს ფედერაციის სამადლობელი გორის მუნიციპალიტეტი მერს

გორის მუნიციპალიტეტის მერს ვლადიმერ ხინჩეგაშვილს კარატეს ფედერაციის პრეზიდენტმა კახა ბასილაიამ, სპორტის ამ სახეობის მხარდაჭერისთვის, მადლობა გადაუხადა.
კარატეს მსოფლიო ფედერაციის სერტიფიკატები შიდა ქართლის კარატის ფედერაციის პრეზიდენტს გელა პავლიაშვილსა და გორელ მსოფლიოს ჩემპიონს დავით ჯაფარიძეს გადაეცათ.
კარატეს ფედერაცია შიდა ქართლში 30 წელია არსებობს და მას გელა პავლიაშვილი წარმატებით უდგას სათავეში.
გორის მერიის სპორტის განვითარებისა და ხელშეწყობის სააგენტოს შემადგენლობაში, შოთა ჩოჩიშვილის სახელობის კომპლექსური სპორტული სკოლის ბაზაზე მოქმედ კარატის სექციაზე რამდენიმე ათეული ახალგაზრდა ვარჯიშობს.
გორის მუნიციპალიტეტის სპორტის განვითარებისა და ხელშეწყობის სააგენტოში, სპორტის ყველა სახეობაზე ვარჯიში უფასოა. სააგენტო, ტრანსპორტით, კვებითა და საჭიროების შემთხვევაში სასტუმროთი უზრუნველყოფს სპორტსმენების მონაწილეობას ჩვენი ქვეყნის მასშტაბით გამართულ შეჯიბრებებზე.

სხვა სიახლეები
მთავარი
12 აგვისტო, 2026
„ახალგაზრდული დღეები 2026“
გაიგე მეტი
მთავარი
11 აგვისტო, 2026
11 აგვისტო
გაიგე მეტი
მთავარი
08 აგვისტო, 2026
8 აგვისტო
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით