
გორის მუნიციპალიტეტის მერია
Gori Municipality City Hall
ცხელი ხაზი
0 370 27 00 06

21 იანვარი, 2022
ბერშუეთთან დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია
სარეაბილიტაციო გზის მონაკვეთი ცენტრალური მაგისტრალიდან იწყება და სოფელ ბერშუეთის გარდა, სოფელ სობისსაც მოიცავს, შესაბამისად გაივლის მჭიდროდ დასახლებულ პუნქტებსაც. გზის სიგრძე 3 265 გრძივ მეტრს შეადგენს. გარდა საავტომობილო გზის მონაკვეთისა, პროექტი ითვალისწინებს სანიაღვრე სისტემის, ეზოებისა და მიერთებების მოწყობასაც. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება შეადგენს 1 681 980 ლარის.
შესყიდვის ბმული: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=436730&lang=ge
საუბნო გზების რეაბილიტაცია ხიდისთავში
სოფელ ხიდისთავში საუბნო გზის ორი მონაკვეთის რეაბილიტაცია იგეგმება. აქედან, ერთი მონაკვეთი 641 გრძივ მეტრს, ხოლო მეორე მონაკვეთი 2 444 გრძივ მეტრს შეადგენს. ტრანსპორტის სავალ ნაწილთან ერთად დაგეგმილია ტროტუარებისა და ეზოებში შესასვლელების მოეწყობაც. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 2 011 480 ლარია.
შესყიდვის ბმული: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=436456&lang=ge
წედისის, ბნავისის, ოლოზისა და ღვარების გზის რეაბილიტაცია
წედისში, ბნავისში, ოლოზსა და ღვარებში მისასვლელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების I ეტაპი იწყება. გზის სიგრზე 5 800 გრძივი მეტრია. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 3 745 860 ლარის შეადგენს.
შესყიდვის ბმული: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=436679&lang=ge