სიახლეები

სიახლეები

17 იანვარი, 2022

ჯანდაცვის სერვისების დაფინანსება გრძელდება

გორის მუნიციპალიტეტის მერია აგრძელებს მოსახლეობისთვის ჯანდაცვის სერვისების დაფინანსებას.
გასულ 2021 წელს ჯანდაცვის მიმართულებით გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 1 037 537 ლარი გაიხარჯა. აღნიშნული თანხით, საჭირო კვლევები, მედიკამენტები და სამედიცინო პროცედურები 2640 ბენეფიციარს დაუფინანსდა.
გორის მერიისგან დახმარება გასულ წელს მიიღეს:
✅დიალიზზე მყოფმა პაციენტებმა;
✅იშვიათი დაავადებების მქონე, ცერებრალური დამბლის, აუტიზმის, დაუნის სინდრომის, არომატული ამინომჟავების მეტაბოლიზმის დარღვევების, გლუტენის დაავადების მქონე, ასევე, კანის ქრონიკული ჰიდროცეფალიით და ოჯახური ხმელთაშუა ზღვის ცხელებით დაავადებულმა პაციენტებმა;
✅სოციალურად დაუცველმა ადამიანებმა (0-დან 150 000 სარეიტინგო ქულით);
✅ონკოლოგიურმა პაციენტებმა;
✅ ეპილეფსიითა და პარკინსონიზმით დაავადებულმა პირებმა;
✅თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის მოშლით, II ტიპის შაქრიანი დიაბეტის, ბრონქიალური ასთმის, ფარისებრი ჯირკვლისა და გლაუკომის დაავადებების მქონე პაციენტებმა (0-დან 150 000 სარეიტინგო ქულით);
✅ სქოლიოზით დაავადებული ბავშვები (0-დან 18 წლამდე 0-დან 120 000 სარეიტინგო ქულით);

აღნიშნული სერვისების დაფინანსება კვლავ გრძელდება, თუმცა გასულ წელთან შედარებით 2022 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებულია გაზრდილი დაფინანსება ჯანდაცვის ყველაზე მოთხოვნად სერვისებზე, კერძოდ:
✅ონკოლოგიური პაციენტების კვლევებისა და მედიკამენტების დაფინანსება გაიზარდა 300-დან 500 ლარამდე;
✅სოციალურად დაუცველების სამედიცინო კვლევების დაფინანსება გაიზარდა 300-დან 400 ლარამდე, ხოლო მკურნალობის თანხები - 400-დან 500 ლარამდე;
✅მედიკამენტებით დახმარება პროგრამით გათვალისწინებული დაავადებების ფარგლებში გაიზარდა 100-დან 200 ლარამდე;

პროგრამით გათვალისწინებული დახმარებების მისაღებად განაცხადების რეგისტრაცია დაწყებულია.
დეტალური ინფორმაცია პროგრამის ბენეფიტებისა და წარსადგენი დოკუმენტაციის შესახებ იხ. ბმულზე:https://drive.google.com/.../1XcLAofxKENUSbv67pEY.../view... 

სხვა სიახლეები
მთავარი
12 აგვისტო, 2026
„ახალგაზრდული დღეები 2026“
გაიგე მეტი
მთავარი
11 აგვისტო, 2026
11 აგვისტო
გაიგე მეტი
მთავარი
08 აგვისტო, 2026
8 აგვისტო
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით