სიახლეები

სიახლეები

08 ნოემბერი, 2021

გორის მერიის სტიპენდია ეტალონ მოსწავლეს და მის დამრიგებელს

გორის მერიისგან „გორის ეტალონი მოსწავლე“ - ზემო ნიქოზის საჯარო სკოლის XI კლასის მოსწავლე ანა თევზაძე და მის დამრიგებელი ერთი წლის განმავლობაში 100 – 100 ლარის ოდენობით სტიპენდიას მიიღებენ.


„გორის ეტალონი მოსწავლე“ ინტელექტუალური ჩემპიონატის „ეტალონის“ მე-2 ტურის შედეგად გამოვლინდა. ამავე ტურის შედეგად გამოვლინდნენ გორის მუნიციპალიტეტის მასშტაბით ჩემპიონატის მე-2 და მე-3 საპრიზო ადგილების მფლობელი მოსწავლეებიც.


სამივე მონაწილეს დღეს გორის მერიაში უმასპინძლეს. მერის მოადგილემ თამაზ შიოშვილმა და პროექტ „ეტალონის“ ავტორმა გოჩა ტყეშელაშვილმა თითოეულ მათგანს მიღწეული წარმატება მიულოცეს, სიგელები და ფასიანი საჩუქრები გადასცეს.


საქართველოს ეროვნული ინტელექტ - ჩემპიონატი „ეტალონის“ 1-ლი და მე-2 ტური დისტანციურ რეჟიმში ჩატარდა, რომელშიც გორის მუნიციპალიტეტის 66 სკოლის 417 მოსწავლე მონაწილეობდა.
ჩემპიონატის ფინალური ტური დეკემბერში გაიმართება. მასში მონაწილეობას საქართველოს მუნიციპალიტეტების დონეზე გამარჯვებული მოსწავლეები მიიღებენ.

სხვა სიახლეები
მთავარი
12 აგვისტო, 2026
„ახალგაზრდული დღეები 2026“
გაიგე მეტი
მთავარი
11 აგვისტო, 2026
11 აგვისტო
გაიგე მეტი
მთავარი
08 აგვისტო, 2026
8 აგვისტო
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით