სიახლეები

სიახლეები

14 ნოემბერი, 2021

გორში ნუგზარ სხირელის სახელობის ტურნირი ჩატარდა

გორში, თავისუფალ ჭიდაობაში ახალგაზრდებს შორის, დამსახურებული მწვრთნელის - ნუგზარ სხირელის ხსოვნისადმი მიძღვნილი, პირველი მემორიალური ტურნირი ჩატარდა.

საპრიზო ადგილებზე გასულ სპორტსმენებს გადაეცათ ფულადი პრიზები, თასები, მედლები, სიგელები და სხვა საჩუქრები. გარდა სპორტსმენებისა, დაჯილდოვდნენ ჩემპიონების (I საპროზო ადგილი) პირადი მწვრთნელები.

შეჯიბრში, ქვეყნის მასშტაბით 2002 – 2004 წლებში დაბადებულმა 100 - მდე სპორტსმენმა მიიღო მონაწილეობა. მათ 10 წონით კატეგორიაში იასპარეზეს.

ტურნირი გორის მუნიციპალიტეტის მერის ვლადიმერ ხინჩეგაშვილის ინიციატივით დაიგეგმა. ღონისძიება ნუგზარ სხირელის დაბადების დღეს მიეძღვნა. მას 13 ნოემბერს 76 წელი შეუსრულდებოდა.

ღონისძიება გორის მუნიციპალიტეტის მერიის სპორტის განვითარებისა და ხელშეწყობის სააგენტოს ორგანიზებით, გორის მერიისა და საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის მხარდაჭერით ჩატარდა.

ნუგზარ სხირელის სახელობის ტურნირი წელს პირველად ჩატარდა. ის ტრადიციულ ხასიათს მიიღებს და ყოველწლიურად გაიმართება.

სხვა სიახლეები
მთავარი
18 მაისი, 2026
გორში მუზეუმების საერთაშორისო დღე აღინიშნა
გაიგე მეტი
მთავარი
17 მაისი, 2026
გორში ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღე აღინიშნა
გაიგე მეტი
მთავარი
27 აპრილი, 2026
მემორანდუმი ყარაღანდასთან
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით