სიახლეები

სიახლეები

02 დეკემბერი, 2021

ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქიწნისის მოსახლეობას სასმელი წყლის პრობლემა აღარ შეაწუხებს.
პროექტის მიმდინარეობას გორის მუნიციპალიტეტის მერი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი და მისი მოადგილე ნიკა ღვინიაშვილი გაეცვნენ.

სამუშაოებს, გორის მუნიციპალიტეტის მერიის დაკვეთით, ტენდერში გამარჯვებული კომპანია ახორციელებს.
პროექტით გათვალისწინებულია ახალი ჭაბურღილის მშენებლობა, 2 მოქმედი ჭაბურღილის ამოწმენდა და 4 ლოკაციაზე ახალი 50 კუბურიმეტრი ტევადობის კოშკების მშენებლობა. მოეწყობა ასევე 4 ახალი საქლორატორო და 24 კმ სიგრძის ქსელი. პროექტის მიხედვით დაგეგმილია წყალმზომი მრიცხველების მონტაჟიც.

ამ ეტაპზე ახალი ჭაბურღულით უკვე სარგებლობს 250 ოჯახი, პროექტის დასრულების შემდეგ სასმელი წყლის პრობლემა სოფელში აღარ იარსებებს.

ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა ქიწნისსა და სათემოში სპორტული მოედნების მოწყობის სამუშაოებიც მოინახულა.
ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსებული პროექტები მიმდინარე თვის ბოლოს დასრულდება. 

სხვა სიახლეები
მთავარი
12 აგვისტო, 2026
„ახალგაზრდული დღეები 2026“
გაიგე მეტი
მთავარი
11 აგვისტო, 2026
11 აგვისტო
გაიგე მეტი
მთავარი
08 აგვისტო, 2026
8 აგვისტო
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით