სიახლეები

სიახლეები

06 იანვარი, 2022

გორის მერი კრივის ტურნირს დაესწრო

გორის მუნიციპალიტეტის მერი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი კრივის ტურნირის ფინალურ პაექრობებს დაესწრო და გამარჯვებულები დააჯილდოვა.

შეჯიბრება არაერთი ტიტულოვანი სპორტსმენის აღმზრდელი, გორელი მწვრთნელის გიორგი კარელიძის ხსოვნის პატივსაცემად გაიმართა.

ღონისძიებას, რომელშიც საქართველოს 25 ქალაქის კრივის სკოლების აღსაზრდელები მონაწილეობდენენ, გორის შოთა ჩოჩიშვილის სახელობის კომპლექსური სასპორტო სკოლა სამი დღის განმავლობაში მასპინძლობდა.

საპრიზო ადგილებისთვის 2006 – 2007 წლებში დაბადებული სპორტსმენები იბრძოდნენ.

გამარჯვებულებს თასები, მედლები და სიგელები გადაეცათ.

ტურნირი გორის მუნიციპალიტეტის სპორტის განვითარებისა და ხელშეწყობის სააგენტოსა და საქართველოს კრივის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით მოეწყო.

სხვა სიახლეები
მთავარი
12 აგვისტო, 2026
„ახალგაზრდული დღეები 2026“
გაიგე მეტი
მთავარი
11 აგვისტო, 2026
11 აგვისტო
გაიგე მეტი
მთავარი
08 აგვისტო, 2026
8 აგვისტო
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით