სიახლეები

სიახლეები

07 დეკემბერი, 2021

ოფროუდ სპრინტის გორის ეტაპი - სანახაობრივი შეჯიბრება გორში

გორში ოფროუდ სპრინტის გორის ეტაპი გაიმართა.

ღონისძიება, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ როგორც პროფესიონალი, ისე მოყვარული მრბოლელები, სოფელ ტინისხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე უკვე მეორედ მოეწყო.

სპორტის ექსტრემალური სახეობაში გამარჯვებისთვის 30-მდე მონაწილე იბრძოდა. მათ შორის იყო ხუთი უცხოური ეკიპაჟი.

ორგანიზატორების განცხადებით, ოფროუდ სპრინტში საქართველოში დღემდე ჩატარებული არცერთი საერთაშორისო შეჯიბრება არ ყოფილა ასეთი წარმომადგენლობითი.

ღონისძიება საქართველოსა და შიდა ქართლის ოფროუდის ფედერაციებისა და გორის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით ჩატარდა. მისი მიზანი საავტომობილო ექსტრემალური სპორტის პოპულარიზაცია იყო.

გამარჯვებულებს სხვადასხვა ფულადი ჯილდოები, სიგელები, მედლები და ფასიანი საჩუქრები გადაეცათ.

სხვა სიახლეები
მთავარი
12 აგვისტო, 2026
„ახალგაზრდული დღეები 2026“
გაიგე მეტი
მთავარი
11 აგვისტო, 2026
11 აგვისტო
გაიგე მეტი
მთავარი
08 აგვისტო, 2026
8 აგვისტო
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით