სიახლეები

სიახლეები

08 დეკემბერი, 2021

სამუშაო ჯგუფმა ხანდაზმულთა შინმოვლის სერვისებზე იმსჯელა

გორის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალთა ასოციაცია „თანხმობას“ შორის არსებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, მუნიციპალიტეტის ორ სოფელში მოხუცებს შინმოვლის სერვისები მიეწოდებათ.

პროექტს „მხარდაჭერის სახლი - მომსახურებები დღეგრძელთა ღირსეული ცხოვრებისთვის საქართველოსა და ბოსნია-ჰერცოგოვინაში“ ავსტრიის განვითარების სააგენტო აფინანსებს.

პროგრამის მიზანია ხელი შეუწყოს ხანდაზმულებისთვის შინმოვლის მომსახურებებზე ხელმისაწვდომობის გაზრდას ოთხ მუნიციპალიტეტში (ორი საქართველოში და ორი ბოსნია-ჰერცოგოვინაში) და წვლილი შეიტანოს ისეთი ინკლუზიური სოციალური პოლიტიკის ჩარჩოს შექმნაში, რომელიც გააუმჯობესებს ხანდაზმულთა მდგომარეობას საზოგადოებაში და უზრუნველყოფს მათი უფლებების რეალიზებას.

გორის მუნიციპალიტეტში შინმოვლის სერვისისა და ღირსეული დაბერების საკითხებთან, შინმოვლის სერვისის შეუფერხებლად მიწოდებასთან, ბენეფიციარების შესარჩევ კრიტერიუმებთან დაკავშირებით, გორში პროგრამის ფარგლებში შექმნილი სამუშაო ჯგუფი შეიკრიბა.
სამუშაო ჯგუფი 2021 წლის დასაწყისში შეიქმნა და მისი საქმიანობის მიზანი გორის მუნიციპალიტეტში პროექტის მიერ შემოთავაზებული შინმოვლისა და ჯანსაღი დაბერების სერვისების დანერგვის მხარდაჭერა და ხანდაზმულთა საკითხებზე მსჯელობაა.

სამუშაო ჯგუფის შეხვედრას გორის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ნიკა ღვინიაშვილი, საკრებულოსა და მერიის, პროექტის პარტნიორი ორგანიზაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
შეხვედრაზე მხარეებმა ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში, სამომავლო გეგმებზეც ისაუბრეს.

გორის მუნიციპალიტეტის მერია ყოველთვის მზადაა მხარი დაუჭიროს მსგავსი ხასიათის პროექტებს, რომლებიც ხანდაზმულთა საყოფაცხოვრებო პირობების მნიშვნელოვნად გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს.

სხვა სიახლეები
მთავარი
12 აგვისტო, 2026
„ახალგაზრდული დღეები 2026“
გაიგე მეტი
მთავარი
11 აგვისტო, 2026
11 აგვისტო
გაიგე მეტი
მთავარი
08 აგვისტო, 2026
8 აგვისტო
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით