სიახლეები

სიახლეები

10 დეკემბერი, 2021

გორში რუსთაველის ქუჩის რეაბილიტაცია ხორციელდება

გორში, რუსთაველის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. ამ ეტაპზე, გზის სავალ ნაწილზე ასფალტბეტონის მეორე ფენას აგებენ.

პროექტი, რომელიც რეგიონული განვითარების ფონდისა და გორის მუნიციპალიტეტის მერიის თანადაფინანსებით ხორციელდება, 665 მეტრი გზის მონაკვეთის რეაბილიტაციას ითვალისწინებს.

პროექტის მიხედვით ასფალტბეტონის საფარით მოეწყობა ასევე ეზოებში შესასვლელები და ტროტუარები.
რუსთაველის ქუჩაზე მოწესრიგდება სანიაღვრე სისტემაც. ქუჩის მარჯვენა მხარეს მოხდა რკინაბეტონის დაზიანებული კიუვეტების დემონტაჟი და ახლის მოწყობა.

ქუჩის აღნიშნულ მონაკვეთზე მდებარეობს საჯარო სკოლა და გზის როგორც საავტომობილო, ასევე სავალი ნაწილიც საკმაოდ დატვირთულია.

ინტენსიური ცვეთისა და ნალექების წყლის დინების შედეგად, გზის სავალი ნაწილი და ტროტუარები დაზიანებული იყო და ვერ უზრუნველყოფდა როგორც ტრანსპორტით, ასევე ფეხით მოსიარულეთა კონფორტულ და უსაფრთხო გადაადგილებას.

პროექტი გარდამავალია და სამუშაოები 2022 წელს დასრულდება.

სხვა სიახლეები
მთავარი
18 მაისი, 2026
გორში მუზეუმების საერთაშორისო დღე აღინიშნა
გაიგე მეტი
მთავარი
17 მაისი, 2026
გორში ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღე აღინიშნა
გაიგე მეტი
მთავარი
27 აპრილი, 2026
მემორანდუმი ყარაღანდასთან
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით