სიახლეები

სიახლეები

16 დეკემბერი, 2021

ახალი სკვერი ჭალის დასახლებაში

ჭალის დასახლებაში ახალი დასასვენებელი სივრცე მოეწყო.

ის ერთ-ერთია იმ 18 სკვერს შორის, რომელიც 2021 წელს გორის მუნიციპალიტეტის მასტაბით მოეწყო.

პროექტის მიხედვით, დაიგო დეკორატიული ქვაფენილი, დამონტაჟდა ატრაქციონები, კალათბურთის ფარები, დასასვენებელი სკამები, განათება, ფანჩატური.

ჭალის დასახლებაში სკვერი „სამოქალაქო ბიუჯეტი 2021“ - ის ფარგლებში მოეწყო. მიმდინარე წელს პროგრამის ფარგლებში ჯამში 44 პროექტი განხორციელდა (პროექტების ნუსხა იხილეთ - https://www.facebook.com/CityHallofGori/posts/3776441252438911/.)

პროგრამის 2021 წლის ბიუჯეტი მუნიციპალიტეტის 28 ადმინისტრაციულ ერთეულზე გადანაწილდა. ადმინისტრაციული ერთეულებისთვის გამოყოფილი თანხით დაფინანსებული პროექტები ადგილობრივმა მოსახლეობამ ხმათა უმრავლესობით შეარჩია.

სხვა სიახლეები
მთავარი
12 აგვისტო, 2026
„ახალგაზრდული დღეები 2026“
გაიგე მეტი
მთავარი
11 აგვისტო, 2026
11 აგვისტო
გაიგე მეტი
მთავარი
08 აგვისტო, 2026
8 აგვისტო
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით