სიახლეები

სიახლეები

23 დეკემბერი, 2021

გორში "მუნიციპალური ახალგაზრდული ფორუმი" გაიმართა

გორის მუნიციპალიტეტის მერმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა და შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა ვალერიან მჭედლიძემ „მუნიციპალურ ახალგაზრდულ ფორუმზე“ ახალგაზრდულ საქმიანობაში შეტანილი წვლილისთვის სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლები დააჯილდოვეს.

მუნიციპალურ ახალგაზრდულ ფორუმზე, რომელიც გორში პირველად გაიმართა, ახალგაზრდებმა იმუშავეს ისეთ პროექტებზე, რომელიც მათთვის პრიორიტეტული და საინტერესოა.

ფორუმის მონაწილეებმა მუნიციპალიტეტის პირველი პირებისგან და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისგან მიიღეს პასუხები მათ მიერ დასმულ კითხვებზე.

ფორუმში აქტიურად ჩაერთვნენ გორის მუნიციპალიტეტის მერი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი, შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ვალერიან მჭედლიძე და საკრებულოს თავმჯდომარე დავით რაზმაძე.

პროექტში, რომელიც გორის მერიისა და არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ახალგაზრდა მკვლევართა და ანალიტიკოსთა გაერთიანების,“„დემოკრატიული ჩართულობის მხარდაჭერის“ - FID - ისა და „ადამიანთა უფლებების კვლევიუს ცენტრის“ თანადაფინანსებით განხორციელდა, კონკურსის წესით შერჩეული 75 ახალგაზრდა იღებდა მონაწილეობას.

ფორუმს ორი დღის განმავლობაში გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი მასპინძლობდა

სხვა სიახლეები
მთავარი
12 აგვისტო, 2026
„ახალგაზრდული დღეები 2026“
გაიგე მეტი
მთავარი
11 აგვისტო, 2026
11 აგვისტო
გაიგე მეტი
მთავარი
08 აგვისტო, 2026
8 აგვისტო
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით