სიახლეები

სიახლეები

15 ოქტომბერი, 2021

ტურისტული გამოფენა - ბაზრობა უფლისციხეში

უფლისციხის მუზეუმ - ნაკრძალის ტერიტორიაზე ტურისტული გამოფენა - ბაზრობა გაიმართა. ღონისძიებაში მონაწილეობას იღებდნენ მხატვრები, საოჯახო სასტუმროების, მარნების, თიხისა და რეწვის ოსტატები.

ადგილობრივებს წარმოდგენილი ჰქონდათ საკუთარი ხელით შექმნილი ნამუშევრები, რომლებსაც ტურისტებსა და სტუმრობს აცნობდნენ. სტუმრების განწყობაზე ადგილობრივმა საბავშვო ანსამბლებმა და ანსამბლმა „ფორტემ“ იზრუნეს.

ღონისძიება, რომელიც უკვე ტრადიციული ხასიათისაა და ყოველწლიურად იმართება, გორის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ „კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოს“ ორგანიზებით გაიმართა. ტურისტულ გამოფენა - გაყიდვას ტურისტებთან ერთად, ხელისუფლებისა და მედიის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.

„ასეთი სახის ღონისძიებები უაღრესად მნიშვნელოვანია ჩვენი ადგილობრივი ხელოვანი ადამიანებისთვის, ასევე მარნებისა თუ სასტუმროების მეპატრონეებისთვის, რადგან ტურისტები აქ ეცნობიან მათ საქმიანობას, მათთვის საჭირო ადგილებს და ეს კი თავის მხრივ ჩვენს მუნიციპალიტეტში ტურიზმის განვითარებას ნიშნავს. მადლობა სააგენტოს ტურიზმის განყოფილებას, ასეთი ღონისძიების მოწყობისთვის და ზოგადად მუნიციპალიტეტში ტურიზმის ხელშეწყობისთვის. იმედი მაქვს, რომ ეს ტრადიცია გაგრძელდება და პანდემიის დამარცხების შემდეგ, კიდევ უფრო გრანდიოზული გამოფენები მოეწყობა.“ - გორის მუნიციპალიტეტის მერი კონსტანტინე თავზარაშვილი.

სხვა სიახლეები
მთავარი
12 აგვისტო, 2026
„ახალგაზრდული დღეები 2026“
გაიგე მეტი
მთავარი
11 აგვისტო, 2026
11 აგვისტო
გაიგე მეტი
მთავარი
08 აგვისტო, 2026
8 აგვისტო
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით