სიახლეები

სიახლეები

07 აპრილი, 2021

გორში კიდევ ერთი საბავშვო ბაღი შენდება

გორში, ანწუხელიძის ქუჩაზე საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს.
სამუშაოები გორის მერმა კონსტანტინე თავზარაშვილმა დაათვალიერა.
პროექტის ღირებულება 2 570 000 ლარია.
სააღმზრდელო დაწესებულება, რომლის მშენებლობაც მიმდინარე წლის ნოემბერში უნდა დასრულდეს, 180 ბავშვს მოემსახურება.
ორსართულიანი შენობის საერთო ფართი 1 520 კვ.მ-ია.
შენობაში მოეწყობა გასახდელები, ბუფეტი, საკუჭნაო, დარბაზი, საძინებელი, სათამაშო, პროდუქტების შესანახი, ექიმის, ადმინისტრაციის, ჭურჭლის სარეცხი, სამზარეულოს, ლიფტის, საევაკუაციო კიბისა და საქვაბე ოთახები.
პროექტის მიხედვით, დაგეგმილია ასევე, საბავშვო ბაღის ეზოს კეთილმოწყობა. გათვალისწინებულია ატრაქციონების, სათამაშო ქვიშის მოედნების, საქანელების, ეზოს სკამების, საჩრდილობელი ფანჩატურების, ნაგვის ურნებისა და სასმელი წყლის შადრევნების მოწყობა.
ენერგეტიკული რესურსების მოხმარების შემცირებისა და ბიუჯეტის დაზოგვის მიზნით, განხორციელდება შენობის თბოიზოლაცია.
იგეგმება სასმელი წყლის, საკანალიზაციო, ელექტრო, გათბობის, გაგრილებისა და სავენტილაციო სისტემების მონტაჟი.
პროექტს ახორციელებს მუნიციპალური განვითარების ფონდი ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით, საქართველოს ურბანული რეკონსტრუქციისა და განვითარების პროექტის ფარგლებში.

სხვა სიახლეები
მთავარი
27 აპრილი, 2026
მემორანდუმი ყარაღანდასთან
გაიგე მეტი
მთავარი
25 აპრილი, 2026
საინფორმაციო შეხვედრა
გაიგე მეტი
მთავარი
24 აპრილი, 2026
შეჯიბრება ბოულინგში
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით