სიახლეები

სიახლეები

02 აპრილი, 2021

გორელი მწერლების წიგნების პრეზენტაცია

„მემამაყება, რომ ჩვენს მუნიციპალიტეტში ამდენი ნიჭიერი შემოქმედია. ძალიან მიხარია, რომ დღეს თქვენს გვერდით ვარ. კიდევ უფრო მეტად მიხარია ის, რომ წიგნები რომლის პრეზენტაციაც დღეს იმართება მუნიციპალიტეტის ფინანსური მხარდაჭერით გამოიცა. ავტორებს გილოცავთ დღევანდელ დღეს, მომავალში გისურვებთ წარმატებებს და პროდუქტიულ შემოქმედებით საქმიანობას!“ - განაცხადა გორის მერმა კონსტანტინე თავზარაშვილმა სამი გორელი შემოქმედის წიგნების პრეზენტაციაზე.
ვახტანგ ჭანკოტაძის ("ჩემი შენ გითხარი" და "ქალი"), თამარ მეტრეველის (,,ბედის მძევლები“ და ,,აბლაბუდას ქოლგა“), ომარ ტურაშვილის (,,სიმართლე-მეთქი, მეტი სიმართლე“) ნაშრომების პრეზენტაციას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, ავტორების მეგობრები და ოჯახის წევრები ესწრებოდნენ .
ღონისძიებას მწერალთა სახლმა უმასპინძლა.

სხვა სიახლეები
მთავარი
12 აგვისტო, 2026
„ახალგაზრდული დღეები 2026“
გაიგე მეტი
მთავარი
11 აგვისტო, 2026
11 აგვისტო
გაიგე მეტი
მთავარი
08 აგვისტო, 2026
8 აგვისტო
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით