სიახლეები

სიახლეები

31 მარტი, 2021

USAID/Zrda-ს მხარდაჭერით ეთნოგრაფიულ მუზეუმში ორი ახალი სივრცე მოეწყო

სერგი მაკალათიას სახელობის ეთნოგრაფიულმა მუზეუმმა USAID საქართველოს მისიის დირექტორს პიტერ ვიბლერს და ისრაელის ელჩს რან გიდორს უმასპინძლა. 

მუზეუმი, სადაც USAID/Zrda-ს  ფინანსური მხარდაჭერით ვიზიტორებისთვის ორი ახალი სივრცე მოეწყო, სტუმრებმა გორის მუნიციპალიტეტის მერთან კონსტანტინე თავზარაშვილთან და შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილესთან ნუგზარ სამხარაძესთან ერთად დაათვალიერეს. 

მუზუმში USAID/Zrda-ს მხარდაჭერით აღდგენილ იქნა მუზეუმის უნიკალური ნუმიზმატიკური კოლექცია და კეთილმოეწყო საგანმანათლებლო სივრცე.

გარდა ეთნოგრაფიული მუზეუმისა, USAID/Zrda-ს მიერ მიერ გორის მუნიციპალიტეტში ტურისტული  ინფრასტრუქტურით აღიჭურვა ნიკო ლომოურის სახელობის მემორიალური მუზეუმიც. 

მუზეუმების განვითარების მიზნით, გორის მერიამ გრანტი 2020 წელს USAID-ის ზრდა პროექტის მიერ გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში მოიპოვა.

„ეს არაა პირველი გრანტი, რომელიც გორის მუნიციპალიტეტმა USAID-ის ზრდა პროექტის მხარდაჭერით მოიპოვა. აღნიშნული ორგანიზაციის დახმარებით ქვეშში რეაბილიტირდა საბავშვო ბაღის შენობა, ციცაგიაანთკარში კი მიმდინარეობს სასმელი წყლის სისტემის მოწყობა. კიდევ ერთხელ დიდ მადლობა USAID-ის ზრდა პროექტს ასეთი მხარდაჭერისთვის და ახალი შესაძლებლობებისთვის.“ - გორის მერი კონსტანტინე თავზარაშვილი.

სხვა სიახლეები
მთავარი
12 აგვისტო, 2026
„ახალგაზრდული დღეები 2026“
გაიგე მეტი
მთავარი
11 აგვისტო, 2026
11 აგვისტო
გაიგე მეტი
მთავარი
08 აგვისტო, 2026
8 აგვისტო
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით