სიახლეები

სიახლეები

31 მარტი, 2021

ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების თანადაფინანსება

გორის მერია ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების მიერ განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტების თანადაფინანსების პროგრამას 2021 წელსაც აგრძელებს.
პროგრამის ფარგლებში ამხანაგობას შეუძლია სახურავის, სასმელი წყლისა და საკანალიზაციო ქსელის, კორპუსის ფასადის, ლიფტების, სადარბაზოებისა და ეზოების კეთილმოწყობა და რეაბილიტაცია.
ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება განსახორციელებელი პროექტის ღირებულების 90%.
გარდა პროექტის საერთო ღირებულების 90%-ისა, თვითმმართველობა აგრძელებს ამხანაგობების სოციალურად დაუცველი წევრების ფინანსურ წილის სრულად დაფარვასაც.
თანადაფინანსების გაცემა მოხდება ამხანაგობის მიერ მერიაში შესაბამისი განცხადების წარმოდგენის შემთხვევაში.
2020 წელს პროგრამის ფარგლებში 32 პროექტი განხორცილდა. მათ დასაფინანსებლად მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 544 000 ლარი გამოიყო.
თანადაფინანსების პროგრამა საუკეთესო ბერკეტია, რომლის საშუალებითაც თვითმმართველობას პრივატიზებული საცხოვრებელი სახლების კანონიერად დახმარება შეუძლია.
პროგრამის ფარგლებში მოქალაქეების აქტიური ჩართულობითა და მინიმალური ფინანსური თანამონაწილეობით ხორციელდება პატარ-პატარა ინფრასტრუქტურული პროექტები მათივე საყოფაცხოვრებო პირობების გასაუმჯობესებლად.
პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე - http://gori.gov.ge/sastsavl.../amxanagobebis-tanadafinanseba

სხვა სიახლეები
მთავარი
27 აპრილი, 2026
მემორანდუმი ყარაღანდასთან
გაიგე მეტი
მთავარი
25 აპრილი, 2026
საინფორმაციო შეხვედრა
გაიგე მეტი
მთავარი
24 აპრილი, 2026
შეჯიბრება ბოულინგში
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით