სიახლეები

სიახლეები

29 ოქტომბერი, 2020

გორის მერიასა და გორის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის მემორანდუმი გაფორმდა

გორის მუნიციპალიტეტის მერიასა და გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტს შორის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმი ითვალისწინებს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის “ ადგილობრივი ეკონომიკური შესაძლებლობების გაძლიერება მდგრადი ზრდისთვის“ ფარგლებში სტუდენტების პრაქტიკა/სტაჟირებას ახალი საინფრომციო ცენტრის ბაზაზე.

კონკრეტულად კი გორის მერია უზრუნველყოფს სტაჟირება/პრაქტიკის მომზადებას გორის სახელმწიფო სასწავლოუნივერსიტეტის საჭიროებების მიხედვით, გორის უნივერსიტეტი კი თავის მხრივ გამოყენებს ამ შესაძლებლობას და უზურნველყოფს დაინტერესებული სტუდენტების დროულად ჩართვას აღნიშნულ პროგრამაში.

შეგახსენებთ, რომ პრეოქტიადგილობრივი ეკონომიკური შესაძლებლობების გაძლიერება მდგრადი ზრდისთვისევროკავშირმა 1 800 000 ლარი გრანტის სახით გამოყო გორის მუნიციპალიტეტისათვის.

პროექტის მთლიანი ბიუჯეტი 2 087 991, 36 ლარია, გორის მუნიციპალიტეტის თანადაფინანსება 287 991, 36 ლარს შეადგენს.

იხილეთ დანართი :

მემორანდუმი გორის მერიასა და გორის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის

სხვა სიახლეები
მთავარი
18 მაისი, 2026
გორში მუზეუმების საერთაშორისო დღე აღინიშნა
გაიგე მეტი
მთავარი
17 მაისი, 2026
გორში ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღე აღინიშნა
გაიგე მეტი
მთავარი
27 აპრილი, 2026
მემორანდუმი ყარაღანდასთან
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით