სიახლეები

სიახლეები

23 მარტი, 2021

დასასვენებელი სივრცეები კიდევ 3 სოფელში მოეწყობა

გასართობი და დასასვენებელი სივრცე გორის მუნიციპალიტეტის კიდევ სამ სოფელში მოეწყობა. გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში ძევერა, შერთული და ტყვიავი სკვერების მოსაწყობად ტენდერი თვის ბოლოს დასრულდება. მოეწყობა დეკორატიული ფილები, დამონტაჟდება სკამები, ნაგვის ურნები, განათება და ატრაქციონები.

გასართობი სივრცეების მოსაწყობად სამივე სოფელში 100 000 ლარზე მეტი დაიხარჯება. ტენდერი მარტის ბოლოს დასრულდება და სკვერების მოწყობა დაიწყება. სამუშაოების დასრულება პროექტის მიხედვით, ერთ თვეშია დაგეგმილი.
გორის მუნიციპალიტეტის მერიამ გასულ წელს 22 სკვერი მოაწყო, რაზეც მილიონ ლარამდე დაიხარჯა. 

სხვა სიახლეები
მთავარი
12 აგვისტო, 2026
„ახალგაზრდული დღეები 2026“
გაიგე მეტი
მთავარი
11 აგვისტო, 2026
11 აგვისტო
გაიგე მეტი
მთავარი
08 აგვისტო, 2026
8 აგვისტო
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით