სიახლეები

სიახლეები

16 მარტი, 2021

მეჯვრისხევში საჯარო სკოლის ახალი შენობა გაიხსნა

„აქ, ამ ადგილას კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ასეთი თანამედროვე სტანდარტების სკოლის არსებობა. მინდა მოსწავლეებს, მასწავლებლებს, მშობლებს, ყველა ადგილობრივს მივულოცო ასეთი ლამაზი სკოლა და მე იმედი მაქვს ამ შენობაში აღზრდილი ბავშვები თავის სიტყვას აუცილებლად იტყვიან ჩვენი ქვეყნის ისტორიაში“ - გორის მუნიციპალიტეტის მერი კონსტანტინე თავზარაშვილი.

საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ პატარა მეჯვრისხევში საჯარო სკოლის ახალი შენობა გაიხსნა.
სკოლა გათვლილია 150 მოსწავლეზე და სრულად აკმაყოფილებს ყველა თანამედროვე სტანდარტს.
შენობაში სასწავლო სივრცეებთან ერთად მოეწყობილია კომპიუტერული კლასკაბინეტი, ლაბორატორია, ბიბლიოთეკა.
საკლასო ოთახების გარდა, კეთილმოეწყო სკოლის ეზოც, დამონტაჟდა გათბობის, წყალსადენის და კანალიზაციის სისტემები.
სოფელ პატარა მეჯვრისხევში არსებული საჯარო სკოლა ამორტიზირებული იყო, რის გამოც, მოსწავლეებს სიარული სოფელ აძვის საჯარო სკოლაში უწევდათ.

პროექტის განსახორციელებლად მუნიციპალური განვითარების ფონდიდან 2 მლნ 400 ათას ლარი გამოიყო

სხვა სიახლეები
მთავარი
27 აპრილი, 2026
მემორანდუმი ყარაღანდასთან
გაიგე მეტი
მთავარი
25 აპრილი, 2026
საინფორმაციო შეხვედრა
გაიგე მეტი
მთავარი
24 აპრილი, 2026
შეჯიბრება ბოულინგში
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით