სიახლეები

სიახლეები

15 იანვარი, 2021

კონსტანტინე თავზარაშვილს დიმიტრი მეღვინეთუხუცესიშვილი სახელობის ჯილდო გადაეცა.

დიდი მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს თეატრალურ საზოგადოებას ჯილდოსთვის, რომელიც გორის თეატრის მხარდაჭერისთვის გადმომცა.
საზოგადო მოღვაწის დიმიტრი მეღვინეთუხუცესიშვილის სახელობის სამუზეუმო სივრცის გახსნის ღონისძიებაზე სტუმრობისას, ნამდვილი სიურპრიზი იყო ჩემთვის ამ ჯილდოს მიღება. ეს დიდი პასუხისმგებლობაცაა და გამოწვევაც.
ჯილდო თეატრის კიდევ ორ თანამშრომელს გადაეცა. წარმატებებს ვუსურვებ ქალბატონ მანანა მგალობლიშვილს და ბატონ კობა კოპაძეს.
გორის თეატრს კიდევ ერთხელ ვულოცავ დაბადების დღეს და ახალი სამუზემო სივრცის გახსნას.
დიდი მადლობა დაფასებისთვის საქართველოს თეატრალურ საზოგადოებას, მის ხელმძღვანელს ბატონ გიორგი გეგეჩკორს და ჩვენი ქალაქის თეატრს.

სხვა სიახლეები
მთავარი
18 მაისი, 2026
გორში მუზეუმების საერთაშორისო დღე აღინიშნა
გაიგე მეტი
მთავარი
17 მაისი, 2026
გორში ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღე აღინიშნა
გაიგე მეტი
მთავარი
27 აპრილი, 2026
მემორანდუმი ყარაღანდასთან
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით