
გორის მუნიციპალიტეტის მერია
Gori Municipality City Hall
ცხელი ხაზი
0 370 27 00 06

12 იანვარი, 2021
სკრის საბავშვო ბაღის შენობას რეაბილიტაცია ჩაუტარდება.
გორის მერიამ სამუშაოების შესყიდვის მიზნით, ტენდერი 5 იანვარს გამოაცხადა.
პროექტის სატენდერო ღირებულება 929 555 ლარია.
ტენდერის პირობების მიხედვით, სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 5 თვეში უნდა დასრულდეს.
პროექტი ითვალიწინებს საბავშვო ბაღის შენობის სრულ რეაბილიტაციას. გარდა შენობისა, კეთილმოეწყობა ეზო და ობიექტის მიმდებარედ არსებული შიდა გზები და მოედნები.
სკრის საბავშვო ბაღის შენობა გასული საუკუნის 80-იან წლებში აშენდა. მას დღემდე მსგავსი სახის სარეაბილიტაციო სამუშაოები არ ჩატარებია.
უკან დაბრუნება