2020 წელს გორის მერიის სოციალური პროგრამით 3 500 - მდე ბენეფიციარმა ისარგებლა
2020 წელს გორის მერიის სოციალური პროგრამით 3 500 - მდე ბენეფიციარმა ისარგებლა.
მათ დასახმარებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 1 870 000 ლარი გამოიყო.
მუნიციპალიტეტის სოციალური პროგრამა არეგულირებს გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოსახლეობისთვის ჯანდაცვის სერვისების მიწოდებას და ერთჯერადი სოციალური დახმარებების განხორციელებას, რაც ნაწილობრივ, ან საერთოდ არ ფინანსდება სახელმწიფო პროგრამებით.