სიახლეები

სიახლეები

31 დეკემბერი, 2020

გორის მერიამ მიუსაფარი ოჯახისათვის სახლი შეიძინა

გორის მერიამ, ირაკლი გობეჯიშვილის ოჯახისთვის ყელქცეულში ახალი სახლი შეიძინა.
სამშვილიან ოჯახს დღეს ვესტუმრეთ, სურსათის კალათი გადავეცით, ახალი მოსახლეობა და ახალი წელი მივულოცეთ.
უკიდურესად გაჭირვებული ოჯახი ამავე სოფელში, ამორტიზებულ სახლში ცხოვრობდა, რაც საფრთხეს უქმნიდა თითოეული ოჯახის წევრის ჯანმრთელობას.
საცხოვრებელი ფართი ოჯახს დროებით სარგებლობაში გადაეცა. სანამ ისინი ახალ სახლს შეიძენენ ან აშენებენ, ცხოვრებას ამ სახლში გააგრძელებენ.
სახლის შესაძენად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 18 ათასი ლარი გამოიყო.

სხვა სიახლეები
მთავარი
27 აპრილი, 2026
მემორანდუმი ყარაღანდასთან
გაიგე მეტი
მთავარი
25 აპრილი, 2026
საინფორმაციო შეხვედრა
გაიგე მეტი
მთავარი
24 აპრილი, 2026
შეჯიბრება ბოულინგში
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით