სიახლეები

სიახლეები

24 მარტი, 2020

ცხელი სადილი სახლში დღეს 50-მა ოჯახმა მიიღო

უპოვართა სასადილოს ბენეფიციარებისთვის სადილის სახლში მიტანას გორის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლები უკვე ერთი კვირაა ახორციელებენ. დღეს ცხელი სადილი სახლში 50-მდე მსურველმა მიიღო.

აქციაში ამ ეტაპზე გორისა და ატენის ეპარქიასთან არსებული უფასო სასადილოს ბენეფიციარი ოჯახებია ჩართული. მათ შორისაა როგორც ქალაქში, ასევე, მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში მცხოვრები მოსახლეობა.

გორის მუნიციპალიტეტის მერია მომზადებული ულუფების ბენეფიციარებამდე მიტანას უზრუნველყოფს. სადილი კი გორისა და ატენის ეპარქიის ხარჯებით მზადდება ეპარქიასთან არსებულ უპოვართა სასადილოში.

გორის მერიის თანამშრომლებს, რომლებიც აქციაში მოხალისეებად არიან ჩართულნი, გავლილი აქვთ ყველა ინსტრუქცია, რითაც შეუძლიათ დაიცვან როგორც საკუთარი, ასევე, სასადილოს ბენეფიციართა უსაფრთხოება.

აღნიშნულ აქციასთან ერთად, გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტო მუშაობს, რომ კუთვნილი საკვები სახლში მიაწოდოს გორის მუნიციპალიტეტის ბაგა-ბაღის 6000 აღსაზრდელს. დღემდე საკვებს მხოლოდ სოციალურად დაუცველი 900 აღსაზრდელი იღებდა.

სხვა სიახლეები
მთავარი
18 მაისი, 2026
გორში მუზეუმების საერთაშორისო დღე აღინიშნა
გაიგე მეტი
მთავარი
17 მაისი, 2026
გორში ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღე აღინიშნა
გაიგე მეტი
მთავარი
27 აპრილი, 2026
მემორანდუმი ყარაღანდასთან
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით